კალენდარული გეგმა
25
სექტემბერი
„ღია კარის” დღე სასახლეში

მშობელთა და მოსწავლეთა საყურადღებოდ!

25 სექტემბერს, 12:00 სთ-ზე ჩატარდება

„ღია კარის” დღე - სასახლის დირექტორის ქეთევან ფეიქრიშვილის შეხვედრა

მოსწავლეებთან და მშობლებთან!

 მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თეატრალურ დარბაზში!

 

მობრძანდით, ყველას გელით!

 

თეატრალური დარბაზი, 12 საათი
18
სექტემბერი
გრიგოლ ჩიგოგიძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საღამო

მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართება სტუდია „პიონერფილმის" ხელმძღვანელის, კულტურის დამსახურებული მოღვაწის, ღირსების ორდენის კავალერის გრიგოლ ჩიგოგიძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საღამო.

 

ლექტორიუმი, 17 საათი
18
სექტემბერი
ჟურნალის „დრუჟბა ნაროდოვ" ("Дружба Народов") მე-8 ნომრის პრეზენტაცია

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ცნობილი ლიტერატურული და საზოგადოებრივ -პოლიტიკური ჟურნალის „დრუჟბა ნაროდოვ" ("Дружба Народов") მე-8 ნომრის პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც მთლიანად საქართველოს, ქართულ ლიტერატურას ეძღვნება.  

სარკეებიანი დარბაზი, 18 საათი