კალენდარული გეგმა
12
ივნისი
"ლექსი თვითონ მწერს"

მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თოჯინების თეატრის დარბაზში გაიმართება სასახლის თეატრალური სახელოსნოს პოეზიის თეატრის სპექტაკლი „ლექსი თვითონ მწერს", რომელიც პოეტ ტიციან ტაბიძის დაბადების 120 -ე წლისთავსა და რუსი მწერლის, ბორის პასტერნაკის 125-ე წლისთავს ეძღვნება.  

თოჯინების თეატრის დარბაზი , 18 საათი
10
ივნისი
გერმანულენოვანი თეატრისა და გერმანული ენის წრის საანგარიშო საღამო

 

მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თეატრალურ დარბაზში გაიმართება  უცხო ენების კაბინეტის გერმანულენოვანი თეატრისა და გერმანული ენის წრის საანგარიშო საღამო, მე-12 კლასელების გაცილება - "ჩვენ არ გემშვიდობებით, მხოლოდ  გეუბნებით - ნახვამდის!"  

 

 

სასახლის თეატრალური დარბაზი, 18 საათი
07
ივნისი
ნორჩ მხაზველთა რესპუბლიკური კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება

 

  მოსწავლე -ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლის მუზათა მოედანზე  გაიმართება  ნორჩ მხაზველთა და არქიტექტორთა  52-ე რესპუბლიკური კონკურსის დასკვნითი ტური - გამოფენა - დაჯილდოება. 

 

 

სასახლის მუზათა მოედანი, 12 საათი