კალენდარული გეგმა
04
თებერვალი
ვაჟა-ფშაველას გარდაცვალების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიება

საქართველოს მწერალთა კავშირში მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თეატრალური სახელოსნო ჩაატარებს ვაჟა-ფშაველას გარდაცვალების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას "თებერვალი დადგაო, ხეში წყალი ჩადგაო"


 

საქართველოს მწერალთა კავშირი, 16 საათი
24
დეკემბერი
საახალწლო ნაძვის ხის ზეიმი

2015 წლის 3-9 იანვარს, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში საახალწლო ნაძვის ხის ზეიმი იმართება.

ყოველდღე (7 იანვრის გარდა) დღეში ორჯერ- 12 და 14 საათზე ნაძვის ხის ზეიმი ტარდება განახლებული პროგრამით. თოჯინების ახალი სპექტაკლი, თოვლის ბაბუა, ჯამბაზების შოუ, ეწყობა სახალისო ნომრები ბავშვებისთვის, მოწვეული სტუმრების წინაშე მუსიკალური ნომრებით წარსდგებიან სასახლის მუსიკალური და ქორეოგრაფიული სტუდიის აღსაზრდელები. ღონისძიების ბოლოს თოვლის ბაბუა პატარებს საახალწლო საჩუქრებს დაურიგებს. 

,
01
დეკემბერი
შეხვედრა საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების მონაწილე საქართველოს ნაკრებ გუნდებთან

2 დეკემბერს, სსიპ საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის კომპიუტერული სტუდია სასახლის ლექტორიუმში საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების მონაწილე საქართველოს ნაკრებ გუნდებთან შეხვედრას გამართავს.

,