კალენდარული გეგმა
10
სექტემბერი
სემინარი შემოქმედებითი აზროვნების თემაზე

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ნოვაციებისა და მეთოდური მუშაობის ცენტრი, ქალაქ ქუთაისის გამომგონებელთა კლუბთან ერთად ჩაატარებს სემინარს თემაზე: „შემოქმედებითი აზროვნების განვითარება მოსწავლე ახალგაზრდებში".

ლექტორიუმი, 12 საათი
07
სექტემბერი
შეთანხმება პარტნიორობის შესახებ

მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე და მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი ქეთევან ფეიქრიშვილი ხელს მოაწერენ შეთანხმებას პარტნიორობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესთან ერთად საერთაშორისო საბავშვო კინოფესტივალის „ჯიფონი - საქართველო, 2015" (Giffoni Georgia 2015) ჩატარებას.  

ამერიკული კუთხე, 12 საათი
26
ივნისი
საზაფხულო ბანაკი „ცისარტყელა"

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში საზაფხულო ბანაკი „ცისარტყელა" გაიხსნება. საზაფხულო ბანაკი „ცისარტყელა" მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლისა და ქ. თბილისის მერიის ერთობლივი ორგანიზებით ხორციელდება.  

 

 

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, 11 საათი