|
საქველმოქმედო აქცია – "შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს"
![]() 11 ივლისი 2012 წ.
![]() სსიპ საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში საქველმოქმედო საღამო გაიმართა.
"შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს" ამ სახელწოდების საქველმოქმედო აქცია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული წმინდა გიორგის სახელობის აუტიზმის ცენტრში მყოფ აუტიზმით დაავადებულ ბავშვებს მიეძღვნა.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის, გოგა ხაჩიძის აფრიკულ მოტივებზე გადაღებლი ფოტოების, ასევე ფონდის "საქართველოს საქმიანი ქალები ქველმოქმედებისთვის" საპატიო წევრის გერმანიაში მოღვაწე ქართველი მხატვარ-დიზაინერის ეკა ფერაძის აფრიკულ მოტივებზე შესრულებული ნამუშევრების ერთობლივი გამოფენა-გაყიდვა. გარდა ამისა წარმოდგენილი იყო სამკაულის დიზაინერის – მაია მიქაშავიძის მიერ, ამ დღისთვის ექსკლუზიურად შესრულებული სამკაული.
საღამო მუსიკალურად გააფორმა მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მევიოლინეთა ანსამბლმა „სიმმა“ და ხალხურ საკრავთა ანსამბლმა "საუნჯემ". ღონისძიების მიზანი იყო საქართველოში აუტიზმის პრობლემების მოგვარების მიზნით სახელმწიფოს და სხვადასხვა ორგანიზაციების მაქსიმალური ჩართვა. |








