საახალწლო ნაძვის ხის ზეიმი მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს
08 იანვარი 2013 წ.

 

საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში ფონდ „იავნანას" პატრონაჟის ქვეშ მყოფი მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის საახალწლო ნაძვის ხის ზეიმი გაიმართა.

 

ტრადიციულ საახალწლო ღონისძიებაზე  33 მზრუნველობამოკლებული ბავშვი ესწრებოდა. მოეწყო სახალისო ნომრები, გაიმართა ჯამბაზების შოუ, ხოლო მუსიკლური და ქორეოგრაფიული ნომრებით  მოწვეული სტუმრების წინაშე  სასახლის აღსაზრდელები წარსდგნენ. ღონისძიების ბოლოს თოვლის პაპამ პატარებს საახალწლო საჩუქრები დაურიგა.

 

სასახლე მომავალშიც გეგმავს ფონდ „იავნანასთან" თანამშრომლობას და მზრუნველობამოკლებული ბავშვების მხარდაჭერას.