საახალწლო შოუ
30 დეკემბერი 2012 წ.

 

საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ლექტორიუმში, თეატრალური სახელოსნოს მხატვრული კითხვის ბავშვებმა "საახალწლო შოუ-2013" გამართეს. ღონისძიება ტრადიციულია, რომელსაც ღვაწლმოსილი პედაგოგი ინეზა აბესაძე ხელმძღვანელობს.

 

ღონისძიება ბავშვებისთვის ცნობილმა და საყვარელმა ტელეწამყვანმა ბაბილინამ წაიყვანა. სასახლის ნორჩმა დეკლამატორებმა შეძლეს საყვარელი ზღაპრის გმირების გაცოცხლება, განასახიერეს ქართული და მსოფლიო ლიტერატურული საგანძურის ზღაპრების გმირები.

 

ბავშვების ოსტატობითა და შემოქმედებითი უნარით აღფრთოვანებულმა მაყურებელმა პატარა მსახიობები დიდი აპლოდისმენტებით დააჯილდოვა.