სასახლემ ბათუმიდან ჩამოსულ სტუმრებს უმასპინძლა
25 დეკემბერი 2012 წ.

 

24,25 დეკემბერს, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბავშვთა საერთაშორისო ურთიერთობათა კაბინეტმა ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელებსა და პედაგოგებს უმასპინძლა.

 

პირველ დღეს შეხვედრაზე სტუმრებმა და მასპინძლებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება, დაათვალიერეს სასახლის კაბინეტები. განსაკუთრებული შეხვედრა ,,პიონერფილმში" მოეწყო, მათ უჩვენეს რამდენიმე საკუთარი ფილმი და ახალი კლიპი.

 

დღის ბოლოს სარკეებინ დარბაზში ჩატარდა კარნავალი. რომელიც, ცნობილ ,,ჯეოსტარელ" მომღერლებთან ერთად საზეიმო კონცერტით დაგვირგვინდა.

 

მეორე დღეს სტუმრებმა დაათვალიერეს თბილისის ღირშესანიშნაობები. მოინახულეს მუზეუმები. ისეირნეს მთაწმინდის პარკში ,,ბომბორაში" და გადაიღეს სამახსოვრო სურათები.

 

აღფრთოვანებულმა სტუმრებმა სურვილი გამოთქვეს, მსგავსი შეხვედრების მომავალში განხორციელების და მასპინძელი ბავშვები ბათუმში დაპატიჟეს.