საახალწლო სიურპრიზი ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს
11 იანვარი 2013 წ.

 

11 იანვარს, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის აღსაზრდელები მ. იაშვილის სახელობის კლინიკის ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა ცენტრს ესტუმრნენ.

 

გოგონათა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი „მზიური",  ჯამბაზებთან და თოვლის ბაბუასთან ერთად სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი გასართობი პროგრამით წარსდგა. დასასრულს  თოვლის ბაბუამ ბავშვებს ტკბილეული გადასცა.

 

მსგავსი ღონისძიება 2012 წელსაც განხორციელდა და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე მომავალშიც გააგრძელებს ლეიკემიით დაავადებული ბავშვების მხარდამჭერი ღონისძიებების გამართვას.