საცეკვაო ვიდეოკონკურსში გამარჯვებული
21 იანვარი 2013 წ.


21 იანვარს, საქარველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის პიონერფილმელმა გოგა ოსეფაშვილმა საქართველოს ბანკის მიერ გამოცხადებულ საცეკვაო ვიდეოკონკურსში მთავარი პრიზი მოგზაურობა რიო-დე-ჟანეიროში მოიპოვა.


აღსანიშნავია, რომ კლიპი სასახლის სტუდია პიონერფილმის აღსაზრდელების მიერ იყო მომზადებული, რომლის ავტორიც პრიზის მფლობელი გახდა.


სასახლე ულოცავს გოგას, კლიპის ყველა მონაწილეს და სტუდია პიონერფილმს ამ დიდ გამარჯვებას და მომავალშიც წარმატებას უსურვებს!