16 საათზე საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ამერიკულ კუთხეში, სასახლის აღსაზრდელების მონაწილეობით, გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის იმიტირებული ინაუგურაცია.
აღნიშნულ ღონისძიებას ამერიკის საელჩოს პრეს-ატაშე, საქართველოში ამერიკული კუთხეების, საერთაშორისო ცენტრისა და ამერიკული საბჭოს კოორდინატორები დაესწრნენ. ასევე სასახლის პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად მოწვეულნი იყვნენ ამერიკელი მასწავლებლები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში პედაგოგურ საქმიანობას ეწევიან.
ამერიკის საელჩოს პრეს-ატაშემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, დადებითად შეაფასა ღონისძიება და ბავშვებს წარმატება უსურვა.