|
ეთერ გოგატიშვილის ხსოვნის საღამო
![]() 24 იანვარი 2013 წ.
![]() საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ლექტორიუმში, მუსიკალური სტუდიის ვოკალის პედაგოგის _ ეთერ გოგატიშვილის ხსოვნის საღამო ჩატარდა. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ სასახლის მუსიკალური სტუდია და ,,პიონერფილმი".
საღამოზე მოწვეულნი იყვნენ ქალბატონ ეთერის კოლეგები და სხვადასხვა თაობის აღზრდილები. მათ შორის იყვნენ ქართული ესტრადის გამოჩენილი წარმომადგენლები, რომლებმაც გაიხსენეს სასახლეში ქალბატონ ეთერისთან ერთად გატარებული წლები და ისაუბრეს მის ღვაწლზე.
|












