|
ტრენინგი ტელე-რადიოჟურნალისტიკის კაბინეტში
![]() 18 თებერვალი 2013 წ.
![]()
18 თებერვალს ტელე-რადიოჟურნალისტიკის კაბინეტის წრის წევრებისთვის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა-ჟურნალისტიკის პროგრამის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნინო ჭალაგანიძემ ჩაატარა ტრენინგი თემაზე „მედია და მასობრივი კომუნიკაცია". ქალბატონ ნინოს დახმარებას უწევდნენ ამავე უნივერსიტეტის უფროსი ანუკა წივწივაძე და კომუნიკაციების მაგისტრი, დამოუკიდებელი ტრენერი დავით ძიძიშვილი.
ტრენინგი საინტერესოდ მიმდინარეობდა. ჩართულობა მაღალი იყო. მოსწავლე ჟურნალისტებმა დავალებები, პრაქტიკული და ზეპირი იქვე შეასრულეს, ჯგუფურად იმუშავეს, მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები. . . . ძალიან მომეწონა ეს ტრენინგი, ჩემთვის ბევრის მომცემი იყო, საინტერესოდ ჩატარდა ვისურვებდი ხშირად ჩატარებულიყო. მე პირადად დამეხმარა უფრო მეტი გამეგო ჟურნალისტიკასთან დაკავშირებით. ამავე დროს მე მეტი გავიგე კავკასიის უნივერსიტეტის შესახებ.
მართა კვანტრიშვილი
|












