ებრაელთა დღესასწაული „ფურიმი“ სასახლეში
24 თებერვალი 2013 წ.


24 თებერვალს, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ა(ა)იპ  „ორ ავნერ და ჰანას" ორგანიზებით  ებრაული დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ფურიმი" გაიმართა.

ღონისძიება განხორციელდა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ხელშეწყობით. მასში მონაწილეობა მიიღეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სარეაბილიტაციო დღის ცენტრის „აისი"-სა და სასახლის გოგონათა ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლ „მზიურის" აღსაზრდელებმა.

„ფურიმის" დღესასწაული ძვ.წ მე-5 საუკუნეში, სპარსეთში მცხოვრები ებრაელების გადარჩენის აღსანიშნავად დაწესდა. ისრაელში „ფურიმი" ბავშვებისთვის განსაკუთრებით სასიხარულო დღესასწაულია, რადგან მათ ელით კოსტუმირებული მსვლელობა საჩუქრები და ტკბილეული.