დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
03 მარტი 2013 წ.


    3 მარტს, კინოს სახლში,  საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თეატრალურმა სახელოსნომ (პედაგოგი ი. აბესაძე) წარმოადგინა დედის დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია: „რა იქნებოდა ქვეყანა თქვენ რომ არ გყავდეთ დედებო!" (ვაჟა)

 

    საღამოს წარუძღვნენ მსახიობები: ნინო ბურდული და ნინო აიდარაშვილი.

 

 ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სასახლის აღსაზრდელებმა და მოწვეულმა სტუმრებმა: ნონა გაფრინდაშვილმა, ლელა რაზიკაშვილმა, გუჯა ბურდულმა, სხვა საზოგადოებისთვის ცნობილმა ადამიანებმა. საღამოს ესწრებოდნენ საპატიო სტუმრები- მრავალშვილიანი დედები, რომლებმაც ბევრი მილოცვა მიიღეს და თავადაც მიულოცეს ეს დღე დამსწრე საზოგადოებას. 

ახალი თაობა