|
დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
![]() 03 მარტი 2013 წ.
![]() 3 მარტს, კინოს სახლში, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თეატრალურმა სახელოსნომ (პედაგოგი ი. აბესაძე) წარმოადგინა დედის დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია: „რა იქნებოდა ქვეყანა თქვენ რომ არ გყავდეთ დედებო!" (ვაჟა)
საღამოს წარუძღვნენ მსახიობები: ნინო ბურდული და ნინო აიდარაშვილი.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სასახლის აღსაზრდელებმა და მოწვეულმა სტუმრებმა: ნონა გაფრინდაშვილმა, ლელა რაზიკაშვილმა, გუჯა ბურდულმა, სხვა საზოგადოებისთვის ცნობილმა ადამიანებმა. საღამოს ესწრებოდნენ საპატიო სტუმრები- მრავალშვილიანი დედები, რომლებმაც ბევრი მილოცვა მიიღეს და თავადაც მიულოცეს ეს დღე დამსწრე საზოგადოებას.
|











