ჩვენ ვსწავლობთ ევროპას
10 მარტი 2013 წ.


    10 მარტს სასახლის ბავშვთა საერთაშორისო ურთიერთობათა კაბინეტში ჩატარდა ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა საქაერთველოს ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფვას. კაბინეტის აღსაზრდელებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები 6 ქვეყნის- საფრანგეთის, გერმანიის, ჩეხეთის, ჰოლანდიის, ესპანეთის და საბერძნეთის შესახებ. ღონისძიებაში მონაწილე დანარჩენმა მოსწავლეებმა მცირე რეპლიკებით შეავსეს გამომსვლელთა მოხსენებები, რამაც ღონისძიება უფრო საინტერესო და საქმიანი გახადა.