|
მიხეილ ცალქალამანიძის შემოქმედებითი საღამო
![]() 14 მარტი 2013 წ.
![]() 14 მარტს, სასახლის თეატრალურ დარბაზში, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის პედაგოგის, საქართველოს დამსახურებული მხატვრის მიხეილ ცალქალამანიძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.
საღამოს ორგანიზატორები იყვნენ სასახლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების კაბინეტი, მოსწავლეთა გერმანული თეატრი და "პიონერფილმი".
საღამოს წარუძღვა უცხო ენების კაბინეტთან არსებული გერმანულენოვანი ლიტერატურულ-დრამატული წრის პედაგოგი ქეთევან მებონია. |













