|
„ალაზნის გაღმა საინგილოა“
![]() 13 მარტი 2013 წ.
![]()
13 მარტს, სასახლის ლექტორიუმში მოეწყო სასახლის საქართველოს ისტორიისა და ეთნოგრაფიის კაბინეტის ღონისძიება: „ალაზნის გაღმა საინგილოა." ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა აღსაზრდელთა თეორიული კონფერენცია: "ისტორიულ-ეთნოგრაფიული ჰერეთი". მასში მონაწილეობა მიიღო 26 მომხსენებელმა. მოხსენებების თემატიკა მოიცავდა ჰერეთის (საინგილოს) ისტორიული მხარის მკვიდრი ქართველობის მატერილაური და სულიერი კულტურის საკითხებს.
ღონისძიებაზე, ჰერეთის კულტურულ - საგანმანათლებლო საზოგადოება „ქურმუხელის" მიერ წარმოდგენილი იყო სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის ფილმი -„კაკ-ელსენი".
მოწვეულმა სტუმრებმა - ეთნოლოგმა სოსო კვიციანმა, ინგილო პოეტებმა თამარ პაპიაშვილმა, ზაზა სუყაშვილიმა და სხვ. სიტყვით მიმართეს დამსწრე საზოგადოებას და გაუზიარეს მიღებული შთაბეჭდილებები.
ღონისძიების მიზანია მოსწავლე ახალგაზრდობამ უკეთ გაიცნოს აღნიშნული მხარისა და მისი მოსახლეობის ისტორიულ-ეთნოგრაფიული რეალიები, წარსული და თანამედროვე პრობლემები.
|













