სასახლეში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
22 მარტი 2013 წ.

22 მარტს, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და სსიპ „საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ეროვნულ ბიბლიოთეკას წარმოადგენდა საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე, ხოლო ეროვნულ სასახლეს კი სსიპ „საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის" დირექტორი ქეთევან ფეიქრიშვილი.

 

წინამდებარე მემორანდუმით მხარეები კისრულობენ ვალდებულებას წარმართონ საკუთარი საქმიანობა ურთიერთანამშრომლობის, პარტნიორობისა და ერთმანეთისადმი ხელშეწყობის პრინციპებზე.

 

მემორანდუმის მიზნებს წარმოადგენს ის, რომ მხარეები საჭიროებისამებრ გაუწევენ ერთმანეთს დარბაზებით უზრუნველყოფას; ერთობლივად მოამზადებენ გამოფენების და სხვ. ტიპის კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს; „ეროვნული სასახლე" მიაწვდის „ეროვნულ ბიბლიოთეკას" საკუთარ ნაბეჭდ და ელექტრონულ გამოცემებს და პირიქით. „ეროვნულ ბიბლიოთეკა" დაეხმარება „ეროვნულ სასახლეს" ბიბლიოთეკის ელ-ვერსიის შექმნაში.