|
სასახლეში ,,დედამიწის საათი" აღინიშნა
![]() 23 მარტი 2013 წ.
![]() 23 მარტს, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, დედამიწის საათისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
საღამოს ორგანიზატორი იყო საქართველოს ისტორიისა და ეთნოგრაფიის კაბინეტის გეოეკოლოგიის წრე (პედ. ე. ელიზბარაშვილი). ღონისძიებაში მონაწილეობდა სასახლის 50-მდე აღსაზრდელი. თანამედროვე სამეჯლისო ცეკვების ანსამბლი "გაზაფხული"(ხელმძღვანელი: ი. მიროტაძე) და მევიოლინეთა ანსამბლი „სი-მი" (ხელმძღვანელი: ე. ცარციძე). ასევე სიტყვით გამოვიდნენ მოწვეული სტუმრები: გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტი- აკადემიკოსი რევაზ გაჩეჩილაძე, პროფესორი რამაზ გახოკიძე და სხვა.
ღონისძიების სპონსორები იყვნენ კომპანია „ჯეოსელი", საბავშვო ჟურნალი „ჭიამაია" და სხვ.
|












