სასახლეში ,,დედამიწის საათი" აღინიშნა
23 მარტი 2013 წ.


23 მარტს, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, დედამიწის საათისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

 

საღამოს ორგანიზატორი იყო საქართველოს ისტორიისა და ეთნოგრაფიის კაბინეტის გეოეკოლოგიის წრე (პედ. ე. ელიზბარაშვილი). ღონისძიებაში მონაწილეობდა სასახლის 50-მდე აღსაზრდელი. თანამედროვე სამეჯლისო ცეკვების ანსამბლი "გაზაფხული"(ხელმძღვანელი: ი. მიროტაძე) და მევიოლინეთა ანსამბლი „სი-მი" (ხელმძღვანელი: ე. ცარციძე). ასევე სიტყვით გამოვიდნენ მოწვეული სტუმრები: გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტი- აკადემიკოსი რევაზ გაჩეჩილაძე, პროფესორი რამაზ გახოკიძე და სხვა.

 

ღონისძიების სპონსორები იყვნენ კომპანია „ჯეოსელი", საბავშვო ჟურნალი „ჭიამაია" და სხვ.