|
კლუბ „ამაგდარის“ დაარსება
![]() 31 მარტი 2013 წ.
![]() 31 მარტს, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ადმინისტრაციის ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა სასახლის სხვადასხვა კაბინეტების აღზრდილთა კლუბს „ამაგდარი".
შეხვედრას ესწრებოდნენ: სასახლის ადმინისტრაციის, შემოქმედებითი კაბინეტების ხელმძღვანელები და კლუბ „ამაგდარის" დამფუძნებელთა საინიციატივო ჯგუფის წევრები.
„ამაგდარის" მიზანია, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში აღზრდილი წარმატებული პიროვნებების სასახლისაკენ მობრუნება მისი გაძლიერებისა და განვითარებისათვის.
„ამაგდარი" არის სასახლის ფასეულობების და ტრადიციების გამგრძელებელი, ამავე დროს ნოვატორი, საშინაო და საგარეო ასპარეზზე აქტიური მუშაობის და დონორ ორგანიზაციებთან, ასევე, ადგილობრივ და უცხოურ ბიზნესებთან თანამშრომლობის ინიციატორი და შემსრულებელი.
„ამაგდარმა" უნდა შეასრულოს სასახლის ერთგვარი მრჩეველთა საბჭოს, მაშველის და ქომაგის როლი ყველა მიმართულებით.
„ამაგდარის" წევრები თავიანთ პოტენციას სრულად, მოხალისეობრივ პრინციპეპზე დაყრდნობით, მოახმარენ სასახლის უმთავრესი ამოცანის, ახალგაზდა თაობის გაჯანსაღებისა და განვითარების საქმეს. ამისათვის ისინი გეგმიურად და მიზანდასახულად იმუშავებენ კონკრეტულ ღონისძიებებზე (სასახლეში მოსწავლე-ახალგაზრდობისათვის უკეთესი ტექნიკური თუ მომსახურებრივი პირობების შექმნის ჩათვლით), განახორციელებენ პროგრამებს, პროექტებს და ითანამშრომლებენ მთავრობასთან, ბიზნესთან და უცხოელ და ადგილობრივ დონორებთან.
კლუბ „ამაგდარში" გაწევრიანება შეუძლია მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ყველა აღზრდილს, ასევე, მათ, ვისაც ადრე თუ დღეს წვლილი მიუძღვის სასახლის განვითარების საქმეში და მათაც, ვინც სერიოზულადაა დაინტერესებული სასახლის მომავალი გაძლიერების ხელშეწყობაში. |













