საიუბილეო გამოფენა სასახლეში
31 მარტი 2013 წ.


31 მარტს, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თეთრ დარბაზში, სასახლის ეთნოგრაფთა წრის პედაგოგის, ქ-ნ თინათინ გაბოძისა და მისი შეგირდების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. წარმოდგენილი იყო ხალხური რეწვის ნიმუშები-ხალიჩა, ფარდაგი, გობელენი და სხვ. ასევე ვიდეოფილმის, ჩვენება გაიმართა, რომელიც ქ-ნ თინათინის მოღვაწეობას ასახავს.

 

გამოფენა ეძღვნებოდა ქ-ნ თინათინ გაბოძის დაბადების 50-ე და სასახლეში მოღვაწეობის 30-ე წლის იუბილეს.