|
საიუბილეო გამოფენა სასახლეში
![]() 31 მარტი 2013 წ.
![]() 31 მარტს, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თეთრ დარბაზში, სასახლის ეთნოგრაფთა წრის პედაგოგის, ქ-ნ თინათინ გაბოძისა და მისი შეგირდების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. წარმოდგენილი იყო ხალხური რეწვის ნიმუშები-ხალიჩა, ფარდაგი, გობელენი და სხვ. ასევე ვიდეოფილმის, ჩვენება გაიმართა, რომელიც ქ-ნ თინათინის მოღვაწეობას ასახავს.
გამოფენა ეძღვნებოდა ქ-ნ თინათინ გაბოძის დაბადების 50-ე და სასახლეში მოღვაწეობის 30-ე წლის იუბილეს.
|













