„ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური კერძო კოლექციის გამოფენის გახსნა
02 აპრილი 2013 წ.


2 აპრილს, საქართველოს მოსწავლე  ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, გაიმართა ბატონ ლევან თაქთაქიშვილის გამოფენის გახსნა.

 

წარმოდგენილი იყო 300 წლის (1712-2012) მანძილზე გამოცემული ,,ვეფხისტყაოსნის" ბეჭდური ეგზემპლარები.

 

საგამოფენო სივრცე გაფორმებული იყო მხატვარ ქეთი მატაბელის  ,,ვეფხისტყაოსნის" თემაზე შექმნილი ილუსტრაციებით.

 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქორეოგრაფიული ანსამბლები ,,შევარდენი" და  ,,ლაშქარი."

 

გამოფენა გახსნა სასახლის დირექტორმა ქალბატონმა ქეთევან ფეიქრიშვილმა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ: ბატონი ლევან თაქთაქიშვილი, კულტურის, ძეგლთა დაცვის მინისტრი, გურამ ოდიშარია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ლევან ყიფიანი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე და სხვ.

 

გამოფენის გახსნაზე მოწვეულნი იყვნენ: სამინისტროების წარმომადგენლები და საზოგადო მოღვაწეები.