|
ბავშვთა საერთაშორისო წიგნის დღე
![]() 03 აპრილი 2013 წ.
![]()
3 აპრილს, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში, გაიმართა „ბიბას" (ბიბლიოთეკა ბავშვებისათვის) წიგნების პრეზენტაცია და სასახლის აღსაზრდელთა შეხვედრა გამომცემლობა „საუნჯის" წარმომადგენლებთან.
თანამედროვე ქართველი საბავშვო მწერლების ნაწარმოებები ერთ პროექტში, რომელსაც ახორციელებს გამომცემლობა „საუნჯე" (გამომცემელი ვაჟა წოწკოლაური), ხელმძღვანელი: მწერალი მარიამ წიკლაური.
დღეისათვის გამოიცა 10 წიგნი. ასევე გამოსაცემად მზადდება 20-ზე მეტი თანამედროვე ქართველი საბავშვო მწერლების წიგნები. პროექტი ჟანრობრივად აერთიანებს პროზას, პოეზიას, ზღაპრებს, ფოლკლორულ-შემეცნებით მასალებს.
გამოცემული წიგნების ავტორებსა და ილუსტრატორებს შორის ზოგი ავტორი პირველად წარსდგა მკითხველის წინაშე, ზოგი კი ცნობილი მწერალია.
პროექტში შემავალ ყველა წიგნზე მითითებულია ასაკის აღმნიშვნელი ნიშნული, რომლის მეშვეობითაც მშობელს უადვილდება წიგნის შერჩევა ბავშვის ასაკის შესაბამისად.
|












