საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე ამერიკულ კუთხეში
02 აპრილი 2013 წ.


2 აპრილს, სასახლის ამერიკული კუთხის მოსწავლეებმა აღნიშნეს საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე. მათ მიერ ორგანიზებულ გამოფენაზე დამთვალიერებელთათვის გამოტანილი იყო ამერიკელი მწერლების საუკეთესო ნიმუშები და აგრეთვე ამერიკელი ბავშვების საყვარელი წიგნები.


გამოფენა-აქციას უძღვებოდნენ ამერიკული კუთხის „წიგნის მოყვარულთა კლუბის" მოსწავლეები, რომლებიც აქციის მონაწილეებს აცნობდნენ ამ დღის მნიშვნელობას, წიგნის სიკეთეს და აგრეთვე ამერიკული კუთხის საქმიანობას.