ჟურნალისტი თათია სანიკიძე სტუმრად სასახლეში
07 აპრილი 2013 წ.


7 აპრილს, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში გაიმართა რადიოსტუდია „დროს" ჟურნალისტების შეხვედრა ამავე სტუდიის აღზრდილთან, მე-9  არხის საინფორმაციო გამოშვების „ახალი 9-ზე" წამყვან თამთა სანიკიძესთან.

პრაქტიკოსმა ჟურნალისტმა სტუდიელებს და ჟურნალისტიკით დაინტერესებულ ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.

საღამოზე რადიოსტუდიელებმა თავიანთი მომზადებული სიუჟეტი წარმოადგინეს, სადაც თამთას პირველი ჟურნალისტური ნაბიჯები იყო ასახული, ასევე ნაჩვენები იყო ქუჩის გამოკითხვა, თუ რას ფიქრობდა და როგორ აფასებდა საზოგადოება ჟურნალისტს, რისი ნახვითაც მოწვეულმა სტუმარმა ძალიან ისიამოვნა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ცოცხლად დაგეგმილი სარეკლამო ჭრები.

თამთა სანიკიძემ თავის მხრივ მომავალ ჟურნალისტებს პრაქტიკული მეცადინეობები  ჩაუტარა თემაზე- საინფორმაციო სიუჟეტის მომზადება. დასასრულს სტუდიელებმა იქვე ორი მცირე ზომის სიუჟეტი მოამზადეს.