მხიარულთა და მახვილგონიერთა საქალაქო ასპარეზობა
18 აპრილი 2013 წ.


18 აპრილს, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თეატრალურ დარბაზში ჩატარდა მხიარულთა და მახვილგონიერთა საქალაქო ასპარეზობის დასკვნითი ტური, რომელშიც მონაწილეობა მიიღო თბილისის 94-ე და მე-2 საჯარო სკოლის გუნდებმა.

 

ასპარეზობა საინტერესოდ წარიმართა და  მე-2 საჯარო სკოლის მინიმალური გამარჯვებით დასრულდა.

 

I-II ადგილებზე გასული და ნახევარფინალში გამარჯვებული სკოლების გუნდები დაჯილდოვდნენ სასახლის სიგელებით.

 

2012-2013 სასწავლო წელს ჩატარდა კონკურსის 4 სასკოლო, 2 ნახევარფინალური და 1 დასკვნითი ტური, რომელშიც თბილისის 40 საჯარო სკოლა იღებდა მონაწილეობას.

 

ღონისძიების  ორგანიზატორი ტრადიციულად სასახლის შემეცნებით თამაშობათა სტუდიაა, ხოლო ჟიურის ბატონი გოგი თოდაძე ხელმძღვანელობს.