|
მხიარულთა და მახვილგონიერთა საქალაქო ასპარეზობა
![]() 18 აპრილი 2013 წ.
![]() 18 აპრილს, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თეატრალურ დარბაზში ჩატარდა მხიარულთა და მახვილგონიერთა საქალაქო ასპარეზობის დასკვნითი ტური, რომელშიც მონაწილეობა მიიღო თბილისის 94-ე და მე-2 საჯარო სკოლის გუნდებმა.
ასპარეზობა საინტერესოდ წარიმართა და მე-2 საჯარო სკოლის მინიმალური გამარჯვებით დასრულდა.
I-II ადგილებზე გასული და ნახევარფინალში გამარჯვებული სკოლების გუნდები დაჯილდოვდნენ სასახლის სიგელებით.
2012-2013 სასწავლო წელს ჩატარდა კონკურსის 4 სასკოლო, 2 ნახევარფინალური და 1 დასკვნითი ტური, რომელშიც თბილისის 40 საჯარო სკოლა იღებდა მონაწილეობას.
ღონისძიების ორგანიზატორი ტრადიციულად სასახლის შემეცნებით თამაშობათა სტუდიაა, ხოლო ჟიურის ბატონი გოგი თოდაძე ხელმძღვანელობს.
|












