ინსცენირებული ზღაპრების საქალაქო კონკურსი
21 აპრილი 2013 წ.

 

21 აპრილს, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თეატრალურ დარბაზში შემეცნებით თამაშობათა სტუდიის ორგანიზებით ჩატარდა ინსცენირებული ზღაპრების საქალაქო კონკურსის დასკვნითი ტური.

 

კონკურსში წარმოდგენილი იყო 28 ინსცენირება, რომელშიც მონაწილეობდნენ I-IV კლასის მოსწავლეები. კონკურსის შეჯამების შედეგას ჟიურის გადაწყვეტილებით გამოვლინდა გამარჯვებული. I, II და III ადგილზე გასულ მოსწავლეებს, აქტიურ მონაწილეებსა და პედაგოგებს გადაეცათ სიგელი.

 

ინსცენირებული ზღაპრების კონკურსი ჩატარდა სამ ტურად: სასკოლო, სარაიონო და საქალაქო და მასში მონაწილეობა მიიღო 70-ზე მეტმა სკოლამ.