|
,,კულტურათაშორისი ნახატები 2013"-ის გამოფენა სასახლეში
![]() 24 აპრილი 2013 წ.
![]()
24 აპრილს, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების წრის მოსწავლეების მონაწილეობით ჩატარდა ნახატების გამოფენა, რომელიც „სოლოტურნის კულტურათაშორისი შემოქმედებითი სემინარის" შემაჯამებელი, დასკვნითი ღონისძიება იყო. 2013 წლის 14 აპრილიდან- 24 აპრილამდე საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში „სოლოტურნის კულტურათაშორისი შემოქმედებითი სემინარი" მიმდინარეობდა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა შვეიცარიის, საქართველოს, სომხეთის, ლატვიისა და ბელგიის 30 მონაწილე და სასახლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების წრის 20 მოსწავლე. სემინარი შვეიცარიის ნაციონალური სააგენტოს ეგიდით ჩატარდა.
|












