სტუმრად ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში
29 აპრილი 2013 წ.

 

 

29 აპრილს, საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი ქეთევან ფეიქრიშვილი, სასახლის ამერიკული კუთხე და ხატვისა და გამოყენებით-დეკორატიული კაბინეტის მოსწავლეები ეწვივნენ აშშ-ს საელჩოს საქართველოში.

 

სასახლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს თბილისის ამერიკული კუთხის მიერ გამოცხადებულ შემოქმედებით კონკურსში, რომელიც დედამიწის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.

 

მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს უმასპინძლა ამერიკის საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მაიკლ ტერნერმა, საელჩოს პრეს ატაშემ ჯერემი რიჩარტმა და საინფორმაციო რესურსების სპეციალისტებმა ქეთი ასათაშვილმა და ნანა შუღლაძემ.