|
სასახლის შენობის 145 წლის იუბილე და კურთხევა
![]() 08 მაისი 2013 წ.
![]()
8 მაისს, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II -ის ლოცვა-კურთხევით, სასახლის ისტორიული შენობის 145 და მოსწავლეთათვის გადაცემის 72 წლის იუბილესთან დაკავშირებით, იკურთხა მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე და გაიმართა საზეიმო კონცერტი, რომელშიც სასახლის აღსაზრდელებმა მიიღეს მონაწილეობა.
საიუბილეო ღონისძიებას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II , მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საპატიო სტუმრები.
საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე დედაქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული შენობაა, როგორც ისტორიული, ასევე არქიტექტურული თავლსაზრისით. მას რამდენჯერმე ჩაუტარდა რეკონსტრუქცია. 1868 წელს მეფისნაცვლის სასახლემ თავისი საბოლოო ფორმა მიიღო ისეთი, როგორიც არის დღესდღეობით და რომელშიც მოსწავლე-ახალგაზრდობა ცოდნას ეუფლება. |








