ცნობილი ქართველი მსახიობი ლევან უჩანეიშვილი სასახლეში
15 მაისი 2013 წ.

 

 

15 მაისს, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში, სასახლის აღსაზრდელები ცნობილ ქართველ მსახიობს ლევან უჩანეიშვილს შეხვდნენ.

 

მსახიობმა  სასახლის თეატრალური სახელოსნოს, ტელერადიო ჟურნალისტიკის კაბინეტის, პიონერფილმისა და „ინტერკლუბის" მოსწავლეებს მასტერკლასი ჩაუტარა.


შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩატარდა. მსახიობმა პატარა კოლეგებს თავისი გამოცდილება გაუზიარა.

 

ლევან უჩანეიშვილმა საღამოს დასასრულს მომღერალ ეკა ჭაჭიაშვილთან ერთად სიმღერაც შეასრულა და ბავშვებთან სამსახსოვრო ფოტოები გადაიღო. სასახლის შთაბეჭდილებების წიგნში თავისი  გზავნილი ჩაწერა და ავტოგრაფი დატოვა.  მოსწავლეებს კი პირობა მისცა,  რომ მომავალში მათთან ერთად აუცილებლად ითამაშებდა.