|
სასწავლო შემოქმედებითი კონფერენცია მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში
![]() 18 მაისი 2013 წ.
![]() 18 მაისს, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში სასწავლო შემოქმედებითი ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მაშტაბით მოქმედი საჯარო, სრული და არასრული საშუალო სკოლების, გიმნაზიების, კოლეჯების, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეების (სახლები) და ცენტრების წრის VIII_XII კლასების მოსწავლეებმა. საუკეთესო ნაშრომთა (სხვადასხვა დარგში) ავტორები სხვადასხვა სახის დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
წელს კონფერენციაზე სულ შემოვიდა 3347 თემა, აქედან პირველი ხარისხის ჯილდოზე წარდგენილია-308, მეორეზე 1057 თემა, ხოლო სიგელი კი გადაეცა 1984 თემის ავტორს.
მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია სამ ეტაპს მოიცავს: პირველი - მოსწავლემ მონაწილეობის მისაღებად ნაშრომი შიდა სასკოლო კონფერენციაზე უნდა დაიცვას. მეორე ეტაპზე, (სარაიონო /საქალაქო) მოსწავლეთა მოწონებული ნაშრომები მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლის შესაბამის სექციაში სათანადო წარდგინებით იგზავნება, ხოლო მესამე დასკვნით ეტაპზე საუკეთესო ნაშრომების ავტორები გამოცხადდებიან თბილისში მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, საჯაროდ დაიცავენ ნაშრომებს და შემდგომში მოწვეული პროფესორ მასწავლებლების მიერ მოხდება მათი ნამუშევრების შეფასება და დაჯილდოება. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ მოსწავლეებთან ერთად ის პედაგოგებიც დაჯილდოვდებიან, რომლებიც სისტემატურად მონაწილეობდნენ კონფერენციის მუშაობაში.
საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე მოსწავლეთა სასწავლო შემოქმედებით კონფერენციას ყოველწლიურად ატარებს, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მოზარდთა შესაძლებლობების, ნიჭისა და უნარების მაქსიმალურ გამოვლენა-განვითარებას.
|













