კონფერენცია _ ,,უკეთ გავიცნოთ კავკასია“
16 მაისი 2013 წ.


16 მაისს, სასახლის ბავშვთა საერთაშორისო ურთიერთობათა კაბინეტში ჩატარდა რიგით მეხუთე კონფერენცია თემაზე ,,უკეთ გავიცნოთ კავკასია". კაბინეტის მოსწავლეებთან ერთად კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ქარელის, თელავის და თბილისის იტალიური სკოლის 30-მა მოსწავლემ. მათ წარმოადგინეს საკუთარი ნაშრომები, საიდანაც შეირჩა 13 თემა, რომელთა ავტორებსაც გადაეცათ სიგელები.


კონფერენციის მონაწილეებმა წარმოადგინეს თემები: ,,ინგუში ხალხის ტრადიციები, მათი ქრისტიანული ძეგლები", ,,ქართულ-ოსური ტრადიციები, თანაცხოვრების ისტორია", ,,აფხაზური ტრადიციები, კულტურა და საზოგადო მოღვაწეები", ,,ქართულ-ქისტური ფოლკლორი" და სხვა. მოსწავლეებმა დამაჯერებლად ისაუბრეს კავკასიის თითქმის ყველა რეგიონის სოციალურ-პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაზე, ადათ-წესებსა და საერთო ღირებულებებზე.


კონფერენციას ესწრებოდა კავკასიოლოგთა ჯგუფი. მიღებულ იქნა დეკლარაცია, რომელსაც ხელმოწერით დაეთანხმა დარბაზში მყოფი მსმენელი.