|
კონფერენცია _ ,,უკეთ გავიცნოთ კავკასია“
![]() 16 მაისი 2013 წ.
![]() 16 მაისს, სასახლის ბავშვთა საერთაშორისო ურთიერთობათა კაბინეტში ჩატარდა რიგით მეხუთე კონფერენცია თემაზე ,,უკეთ გავიცნოთ კავკასია". კაბინეტის მოსწავლეებთან ერთად კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ქარელის, თელავის და თბილისის იტალიური სკოლის 30-მა მოსწავლემ. მათ წარმოადგინეს საკუთარი ნაშრომები, საიდანაც შეირჩა 13 თემა, რომელთა ავტორებსაც გადაეცათ სიგელები. კონფერენციის მონაწილეებმა წარმოადგინეს თემები: ,,ინგუში ხალხის ტრადიციები, მათი ქრისტიანული ძეგლები", ,,ქართულ-ოსური ტრადიციები, თანაცხოვრების ისტორია", ,,აფხაზური ტრადიციები, კულტურა და საზოგადო მოღვაწეები", ,,ქართულ-ქისტური ფოლკლორი" და სხვა. მოსწავლეებმა დამაჯერებლად ისაუბრეს კავკასიის თითქმის ყველა რეგიონის სოციალურ-პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაზე, ადათ-წესებსა და საერთო ღირებულებებზე. კონფერენციას ესწრებოდა კავკასიოლოგთა ჯგუფი. მიღებულ იქნა დეკლარაცია, რომელსაც ხელმოწერით დაეთანხმა დარბაზში მყოფი მსმენელი.
|












