|
ჰოპლა, ჩვენ ვცოცოხლობთ!
![]() 24 მაისი 2013 წ.
![]() მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის კლუბი „ამაგდარი" საინფორმაციო კამპანიას მართავს
ამა წლის 8 ივნისს, 14 საათზე მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის კლუბი „ამაგდარი" საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მართავს გაფართოებულ დასკვნით ღონისძიებას , რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სასახლის ისტორიის სხვადასხვა პერიოდში აღზრდილი ცნობილი პიროვნებები.
კამპანიის მიზანია კლუბი „ამაგდარის" საზღვრების გაფართოება და სასახლეში აღზრდილი ყველა პიროვნების კლუბში გაერთიანება. გვინდა, რომ მთელმა საქართველომ გაიცნოს სასახლის აღზრდილები, შეიტყოს მათი ღვაწლის შესახებ სასახლისა და ქვეყნის წინაშე, მათი დღევანდელი საქმიანობა და სამომავლო გეგმები. გვსურს, საზოგადოებას ვუამბოთ რა როლი შეასრულა სასახლემ მათ ცხოვრებაში და რით შეუძლიათ ამ ადამიანებს გადაიხადონ აღმზრდელის ამაგი. მორალურ და სულიერ თანადგომას განსაკუთრებული მნიშვნელობას ვანიჭებთ, თუმცა არც მატერიალურია მიუღებელი (ვისაც ეს ხელეწიფება).
„ამაგდარის" კამპანია გრძელდება 20 მაისიდან 8 ივნისამდე და ხორციელდება 2 ეტაპად.
პირველ ეტაპზე ყველა კაბინეტი აწყობს/მოაწყო თოქშოუების სტილის შეხვედრა თავის გამოჩენილ აღზრდილებთან. ისინი საუბრობენ/ისაუბრეს სასახლისათვის ყველაზე აქტუალურ საკითხებზე, ხოლო, შეხვედრის შემდეგ მონაწილეებს სთავაზობენ ექსკურსიას სასახლის ლაბირინთებში, სადაც ჯერ სტუმარს ფეხი არ დაუდგამს.
კლუბი „ამაგდარის" საინფორმაციო კამპანიის სამუშაო ჯგუფი საკონტაქტო ტელ: 2997506 საკონტაქტო პირები: მანანა დუმბაძე, კლუბი „ამადგარის" დირექტორი, ტელ: 591 01 49 79 ქეთევან ყიფიანი: „ამაგდარის" კონუნიკაციის ოფიცერი, ტელ: 599 27 22 26 |
















