|
ჯარჯი შუქიაურის წიგნის პრეზენტაცია
![]() 24 მაისი 2013 წ.
![]() 24 მაისს, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თეატრალურ დარბაზში, ახალგაზრდა პოეტ ჯარჯი შუქიაურის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.
„ჭაღარა მთვარე" ჯარჯი შუქიაურის პირველი პოეტური კრებულია, რომელშიც 60-მდე ლექსია შესული. წიგნის გარეკანს მხატვარ გიორგი დონაძის მიერ შესრულებული ამავე სახელწოდების ნახატი ამშვენებს. ეს კრებული გამომცემლობა „ივერიონმა" გამოსცა.
საღამო სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლისა და ახალგაზრდა შემოქმედთა კავშირის მხარდაჭერით ჩატარდა.
პრეზენტაციას ესწრებოდა ცნობილი ქართველი მომღერალი მამუკა ჩარკვიანი, რომელმაც ჯარჯი შუქიაურის ლექსზე შექმნილი სიმღერა- „ყველა გიტარას" ნიკუშა ფხაკაძესთან ერთად შეასრულა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ანსამბლი „ბასიანი", ირინა ბაიარამაშვილი და სხვ.
|
















