|
სასახლის ანსამბლ ”კავკასიონის” გრან-პრი საერთაშორისო ქორეოგრაფიულ ფესტივალზე
![]() 28 მაისი 2013 წ.
![]()
12-18 მაისს ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქ ვლადიკავკაზში გაიმართა ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლების III საერთაშორისო ფესტივალი „მეგობრობის ცეკვა," რომელშიც მონაწილეობდნენ ევროპის, ამიერკავკასიის, ბალტიისპირეთის, მოლდავეთის, უკრაინის, ჩრდილოეთ კავკასიების რესპუბლიკების საუკეთესო ბავშვთა ანსამბლები, ამ მეგობრულ შეჯიბრებაში 30 ქვეყანას შორის საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ანსამბლმა „კავკასიონმა" (ქორეოგრაფი ანგული ქავთარაძე) მოიპოვა ფესტივალის გრან-პრი და ჟიურის სპეციალური პრიზი „საუკეთესო ეროვნული ცეკვის წარმოჩენისათვის." |












