აკაკი წერეთლის სახელობის პრემია
30 მაისი 2013 წ.


30 მაისს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში სტუდია ,,პიონერფილმა" აკაკი წერეთლის სახელობის პრემიაზე წარადგინა ის ადამიანები, რომლებმაც აღადგინეს ვასილ ამაშუკელის უკვდავი ფილმი ,,აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში".

 

მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ ქალბატონმა მაყვალა გონაშვილმა რეჟისორსა და კინომცოდნეებს ნანა ჯანელიძეს, მარინა კერესელიძეს, ნინო ნატროშვილსა და გოგი დოლიძეს აკაკი წერეთლის სახელობის პრემია გადასცა.