გამომცემლობა "საუნჯის" საჩუქარი
30 მაისი 2013 წ.


 

30 მაისს,  გამომცემლობა "საუნჯემ"  საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს საჩუქრად გადასცა თანამედროვე ქართველი საბავშვო მწერლების წიგნები, რომელიც პროექტ "ბიბას" ანუ "ბიბლიოთეკა ბავშვებისათვის"პროექტის ფარგლებშია გამოცემული.

 

საბავშვო ლიტერატურა სასახლეს გამომცემლობის სახელით  მისმა დამფუძნებელმა ვაჟა წოწკოლაურმა და მარიამ წიკლაურმა გადასცეს.