კონფერენცია ამერიკულ კუთხეში
05 ივნისი 2013 წ.


5 ივნისს, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ამერიკულ კუთხეში ჩატარდა კონფერენცია თემაზე: "გაიგე მეტი ამერიკის ცხოვრების სხვადასხვა ასპექტის შესახებ". კონფერენციაზე წარმოდგენილი 13 ნაშრომის თემატიკა მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა, რითაც დამსწრე საზოგადოებისა და მოწვეული სტუმრების მოწონება დაიმსახურა.

 

კონფერენციას დაესწრნენ: ჯერემი რიჩარტი - ამერიკის საელჩოს პრეს ატაშე, საინფორმაციო რესურსების ოფიცერი; ქეთევან ასათაშვილი -ამერიკის საელჩოს საინფორმაციო რესურსების სპეციალისტი, ამერიკული კუთხეების კოორდინატორი საქართველოში; ვასილ კაჭარავა - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკათმცოდნეობის ფაკულტეტის პროფესორი; ზაზა სიამაშვილი - სასახლის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

 

ღონისძიების დასასრულს, ბატონმა ჯერემი რიჩარტმა და ქალბატონმა ქეთი ასათაშვილმა, კონფერენციის მონაწილეები წარმატებული მონაწილეობისათვის დააჯილდოვეს სპეციალური სერთიფიკატებით.