|
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების კაბინეტის გამოფენა
![]() 06 ივნისი 2013 წ.
![]() 6 ივნისს, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მარმარილოს დარბაზში, მოეწყო სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების კაბინეტის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.
გამოფენას ესწრებოდნენ კაბინეტში აღზრდილი მხატვრები და მოქანდაკეები: საქართველოს დამსახურებული მხატვარი, პროფესორი, აკადემიკოსი, ბატონი ემირ ბურჯანაძე; პროფესორი- გია ბუღაძე; მამუკა მიქელაძე; მოქანდაკე, პროფესორი-გოგი წულაძე; პროფესორი-ქეთევან გაგოშიძე; ავთო ანთაძე და სხვა.
გამოფენა გამოირჩეოდა, როგორც თემატიკის მრავალფეროვნებით, ასევე მასალის ტექნიკური შესრულებით. მაგ.: აქ იყო წარმოდგენილი, როგორც გრაფიკული ნამუშევრები, ასევე ქანდაკება (თაბაშირში ჩამოსხმული) გობელენი, ჭედურობა სხვადასხვა მასალაში, ნაქარგი, მაკრამე. გამოფენილი ნამუშევრების ავტორები დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და სიგელებით.
|














