|
მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის კლუბმა „ამაგდარმა“ საინფორმაციო კამპანია გამართა
![]() 08 ივნისი 2013 წ.
![]() 8 ივნისს, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის კლუბმა, „ამაგდარმა" საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გაფართოებული დასკვნითი ღონისძიება გამართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სასახლის ისტორიის სხვადასხვა პერიოდში აღზრდილმა ცნობილმა პიროვნებებმა. სხვა ღონისძიებებთან ერთად, ნაჩვენები იყო სასახლის ღვაწლმოსილი ამაგდრის და დიდი მოამაგის, რეზო ჩხეიძის თხუთმეტწუთიანი დოკუმენტური ფილმი „ჩვენი სასახლე."
კამპანიის მიზანია კლუბი „ამაგდარის" საზღვრების გაფართოება და სასახლეში აღზრდილი ყველა პიროვნების კლუბში გაერთიანება. გვინდა, რომ მთელმა საქართველომ გაიცნოს სასახლის აღზრდილები, შეიტყოს მათი ღვაწლის შესახებ სასახლისა და ქვეყნის წინაშე, მათი დღევანდელი საქმიანობა და სამომავლო გეგმები. გვსურს, საზოგადოებას ვუამბოთ რა როლი შეასრულა სასახლემ მათ ცხოვრებაში და რით შეუძლიათ ამ ადამიანებს გადაიხადონ აღმზრდელის ამაგი. მორალურ და სულიერ თანადგომას განსაკუთრებული მნიშვნელობას ვანიჭებთ, თუმცა არც მატერიალურია მიუღებელი (ვისაც ეს ხელეწიფება).
„ამაგდარის" კამპანია გრძელდებოდა 20 მაისიდან 8 ივნისამდე და განხორციელდა 2 ეტაპად.
პირველ ეტაპზე ყველა კაბინეტმა მოაწყო სამუშაო შეხვედრა თავის გამოჩენილ აღზრდილებთან. მათ ისაუბრეს სასახლისათვის ყველაზე აქტუალურ საკითხებზე, ხოლო, შეხვედრის შემდეგ მონაწილეებს ჩაუტარეს ექსკურსია სასახლის ლაბირინთებში, სადაც ჯერ სტუმარს ფეხი არ დაუდგამს.
DJ ბუკლე - რეიტინგი
|












