|
ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია- ცხოვრებაში დაბრუნების შანსი
![]() 11 ივნისი 2013 წ.
![]() 11 ივნისს, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლისმარმარილოს დარბაზში, გაიმართა თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის არტ-თერაპიული განყოფილების პაციენტთა მხატვრული ნამუშევრების გამოფენა, „ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია-ცხოვრებაში დაბრუნების შანსი," რომელიც თბილისის მერიის, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის არტ-თერაპიული განყოფილებისა და საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ორგანიზებით ჩატარდა. საგამოფენო დარბაზში ფსიქიური პრობლემების მქონე ხელოვანების 100-ზე მეტი ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. ცენტრის ფსიქიატრის ქ-ნ ლალი ბანძელაძის ორგანიზებით ამ სახის გამოფენები ხშირად ეწყობა, რაც ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების სოციუმში ინტეგრირებას, საზოგადობაში ცნობიერების ამაღლებასა და სტიგმის მოხსნას ემსახურება. |












