|
ნორჩ მხაზველთა და არქიტექტორთა 50 - ე რესპუბლიკური კონკურსის II ტური
![]() 09 ივნისი 2013 წ.
![]() 9 ივნისს, მოსწავლე ახლგაზრდობის ეროვნული სასახლის თეთრ დარბაზში ჩატარდა ნორჩ მხაზველთა და არქიტექტორთა 50 -ე რესპუბლიკური კონკურსის შემაჯამებელი ტური. მოეწყო წარმატებულ მოსწავლეთა ნამუშვრების გამოფენა, შეფასება და დაჯილდოვება.
კონკურსში მონაწილეობა მიიღო 90-მდე თბილისისა და რაიონის არქიტექტორთა, საინჟინრო გარაფიკით და კომპიუტერული გრაფიკით დაინტერესებულმა მოსწავლეებმა.
რაიონებიდან მონაწილეობდა ბათუმის, ხელვაჩაურის, თელავის, გორისა და მცხეთის საჯარო სკოლების 27 მოსწავლე.
მოსწავლე ახალგაზდობის ეროვნული სასახლის I ხარისხის დიპლომით დაჯილდოვდა 30 მოსწავლე, II ხარისხის დიპლომით 21, ხოლო სიგელით 11 მოსწავლე. საინჟინრო გრაფიკის წრის წევრს თამაზ გუჯეჯიანს გადაეცა გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრიზი, მის პედაგოგს - მედეა თედიაშვილს კი მადლობის ფურცელი.
|












