|
ჟურნალისტიკის ტრენინგი
12 ივნისი 2013 წ.
![]() საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ტელე-რადიო ჟურნალისტიკის კაბინეტი აწყობს ჟურნალისტიკით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის საზაფხულო 10 დღიან ტრენინგ-სემინარებს, რომელიც ჩატარდება 15 ივლისიდან წყნეთის მასწავლებელთა დასვენების სახლში. ტრენინგებს ჩაატარებენ სხვადასხვა უნივერსიტეტების პროფესორები, ტელე-რადიო კომპანიების პრაქტიკოსი ჟურნალისტები. ტრენინგი გამიზნულია VIII – XII კლასის მოსწავლეთათვის.
მოსწავლეებს გადაეცემათ სერთიფიკატები. ტრენინგში მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ 27 ივნისამდე.
ორშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს 12 სთ-დან 18 სთ-მდე. საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე ტელე-რადიო ჟურნალისტიკის კაბინეტი II სართული, ოთახი 88. საკონტაქტო პირი: თინათინ გაბუნია; მადონა გვენეტაძე. ტელ.: 599 89 97 69; 558 22 46 48. E-mail: tinatingabunia@yahoo.com |





ტრენინგის პროგრამა

